საქართველოს ბოლომდე შეცნობა და აღმოჩენა რომ არც თუ ისე მარტივია, დამეთანხმები. თითოეული კუთხე იმდენად განსხვავებულია ხალხით, კულტურითა და ტრადიციებით, რომ მოგზაურობისას არა თუ ტურისტი, არამედ შენც, ქართველიც კი გაოცებული რჩები.
გამოგვყევი, ამჯერად 'შენ გელოდება' ხევსურეთი...
4 ივნისი, 'დილათენების ხან'
თუკი შენც ჩემსავით ხევსურეთამდე მისასვლელი გზა ძალიან რთული და ხანგრძლივი წარმოგედგინა, უკაცრიელი და ქალაქის ყოველდღიურობას მოწყვეტილი, გეტყვი, რომ ყველანაირი წარმოდგენა რეალობისგან ძალიან განსხვავებული და სასიამოვნოდ განსაცვიფრებელია.
Europcar-ის ოფისთან შაბათს დილით უჩვეულო ფუსფუსი ატყდა. ანსამბლმა 'დიდგორმა' ქართული ჰანგებით ჯერ ძველი თბილისის ქუჩები გამოაღვიძა, საათნახევრიანი მგზავრობის შემდე კი - ხევსურეთის ხეობა გაამხიარულა, მონატრებული ხმებითა და სტუმრებით.
სოფელი კორშა
ახლადამწვანებული ჟინვალის ხევის კადრებმა მანქანაში აჟიტირებული ადამიანების ხმა გადაფარა. ყოველი მოსახვევის შემდეგ ჩნდება განცდა, რომ ამაზე ლამაზს ვერაფერს ნახავ, თუმცა, რაც უფრო უახლოვდები ხევსურეთს, ხვდები, რომ წინ ბევრად გასაოცარი ხედები გელოდება.
ჩვენი მასპინძლები სოფელ კორშაში, ხევსურეთის პირველივე სოფელში გველოდებოდნენ, მაგრამ მეტი სანახაობისთვის და ევროპქარის მანქანების გამოსაცდელად, გეზი სოფელი როშკასკენ ავიღეთ.
კორშის შემდეგ გზა რთულდება და ერთდროულად - მანქანებსაც და მძღოლებსაც - თავიანთი შესაძლებლობების გამოვლენა უწევთ, ამან კი უფრო განსაკუთრებული გახადა ჩვენი ხევსურული მოგზაურობა. მასპინძელი არაბულების ოჯახის კარი პირაქეთა ხევსურეთის დათვალიერების შემდეგ შევაღეთ.
კულტურა, ტრადიცია და ხელოვნება
ეზოში შესვლისთანავე გრძნობ, რომ ამ კარმიდამოში განსაკუთრებული ამბები ინახება, რომლის გაზიარებაზეც არაბულების ოჯახი არასოდეს დაგზარდება, მით უფრო ინტერესიანი და აღფრთოვანებული სტუმრების დანახვისას.
ზაფხულის აქტიურ სეზონზე, რთულად თუმცა მაინც შეძლო ბატონმა შოთამ ჩვენთვის მოეყოლა კუთხის ისტორია, რომელიც მათ დღევანდელობას ქმნის.
გავაცოცხლეთ მეფის დროინდელი მებრძოლი ხევსურების ისტორიები, მათი სამოსები და იარაღები, ვიმოგზაურეთ მათ სალოცავებში და გავიცანით ის ტრადიციები, რომლის ნაწილიც სახეცვლილი დღემდე შემორჩენილია.
ამ კუთხის ბუნებას ტრადიციული კულინარია და ხელსაქმეც თავისებურად გადმოცემს. შენი ხელით შექმნილი ფერადი ფარდაგები და უგემრიელესი ავთენტური კერძები აუცილებლად უნდა გამოცადო უფრო მეტი ემოციისა და გამოცდილების მისაღებად.
თითოეული ეს კულტურული მემკვიდრეობა სწორედ არაბულების ოჯახში და მათ მიერ დაარსებულ მუზეუმში ინახება, რომელიც ყოველდღე ელოდება ახალ ვიზიტორს.
ჩვენ სიუჟეტში ვეცადეთ მოგვეყოლა და გაგვეცნო ის ამბები, რაც ხევსურეთში მოგზაურობისას ადამიანმა შეიძლება აღმოაჩინოს, თუმცა საქართველოს ამ საოცარ მხარეში კიდევ უფრო ბევრი რამ იმალება, რომელიც ახლა 'შენ გელოდება...
გამოგვყევი Facebook-ზე და იმოგზაურე ჩვენთან ერთად
სიუჟეტის სანახავად მიჰყევით ბმულს - shorturl.at/aoIJZ
პროექტის პარტნიორი: კომპანია 'ბიბლუსი'