Europcar Georgia

რჩევები კომფორტული მოგზაურობისთვის საქართველოში

რჩევები კომფორტული მოგზაურობისთვის საქართველოში

რა უნდა ჩაალაგო საქართველოში მოგზაურობისას

საქართველო განსაცვიფრებელი ქვეყანაა მრავალფეროვანი ბუნებით და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით. მიუხედავად იმისა, გეგმავთ ცოცხალი ქალაქების შესწავლას თუ თვალწარმტაც მთებში გასეირნებას, საჭირო ნივთების სწორად ჩალაგება უზრუნველყოფს თქვენს კომფორტულ მოგზაურობას. აქ მოცემულია რამდენიმე რჩევა იმის შესახებ, თუ რა უნდა ჩაალაგოთ საქართველოში მოგზაურობისას:

ტანსაცმლის რჩევები საქართველოში მოგზაურობისას

რა ტიპის ტანსაცმელი უნდა იქონიო თან

რაც შეეხება ტანსაცმელს საქართველოში მოგზაურობისას გირჩევთ ყურადღება გაამახვილოთ კომფორტსა და მრავალფეროვნებაზე. საქართველოში ამინდი შეიძლება განსხვავდებოდეს სეზონისა და რეგიონის მიხედვით, ამიტომ მნიშვნელოვანია თქვენი ჩემოდანი შესაბამისად იყოს ჩალაგებული. ზაფხულის თვეებში რეკომენდირებულია მსუბუქი და გრილი ტანსაცმელი,თუმცა გასათვალისწინებელია ისიც რომ თუკი მთიან რეგიონში ხართ ზაფხულის თვეებში შესაძლო საღამოობით საკმაოდ ციოდეს, ამიტომ გირჩევთ ნებისმიერ შემთხვევაში თან იქონიოთ თბილი მოსაცმელი და ხო რაც მთავარია საწვიმარი, ნამდვილად გამოგადგებათ, რადგან არავინ იცის ძლიერი წვიმა როდის წამოვა და გამოაცოცხლებს ბუნებას. დარწმუნებული ვარ Road Trip-ის გარდა ფეხითაც საკმაოდ ბევრს ივლით, ამიტომ მაღალყელიანი ბათინკი აუცილებლად ჩადე ჩემოდანში, საქართველო გამორჩეული მთაგორიანი, კლდოვანი ადგილებით, საიდანაც საუცხოო ხედეები იშლება ამიტომ ფეხსაცმელიც შესაბამისი იქონიე თან რომ Hiking სასიამოვნო გამოცდილებად აქციო.
ზამთრის თვეებს რაც შეეხება სიცხე ამ პერიოდში ნამდვილად არ შეგაწუხებთ, ასე რომ საჭიროა თბილი ტანსაცმელი იქონიოთ თან, დედაქალაქში თოვლს, მით უმეტეს დიდ თოვლს, ნაკლებად უნდა ელოდოთ, მაგრამ რეგიონებში მოგზაურობისას აუცილებლად დაგჭრდებათ ხელთათმანები, ქუდი და თუ სრიალსაც გადაწყვეტთ, შესაბმისი სასრიალო ტანსაცმელი. ჰო და რაც მთავარია, ზამთარში გამართული ავტომობილი და ახალი საბურავები კიდევ უფრო მეტად საჭიროა, თუმცა Europcar-ში ავტომობილის ქირაობისას ამაზე დარდი თქვენ ნამდვილად არ მოგიწევთ, რადგან უსაფრთხოება გარანტირებული გაქვთ ჩვენთან ერთად ნებისმიერ გზაზე.

See more articles

More from Europcar