6 რჩევა მანქანის მოსამზადებლად
დიდი ხნის ნანატრი ზაფხულიც მოვიდა და ყველა ემზადება შვებულების ასაღებად და ქალაქიდან გასამგზავრებლად. იმისთვის რომ მგზავრობის პროცესი სასიამოვნოდ გაატაროთ, თქვენი მანქანაც შესაბამისად უნდა მოამზადოთ ხანგრძლივი მოგზაურობისთვის.
გიზიარებთ 6 რჩევას საზაფხულო მოგზაურობის წინ მანქანის შესამოწმებლად.
1. პირველ რიგში, სანამ ბარგს მანქანაში ჩააწყობდეთ შეამოწმეთ საბურავები.
როგორც იცით, ცივი ზამთრის შემდეგ ჩვენს მანქანასაც ისევე ჭირდება ახალი საზაფხულო ბორბლები, როგორც ჩვენ საზაფხულო ტანსაცმელი, ასე რომ ზაფხულის მოგზაურობას თუ საკუთარი მანქანით ფიქრობთ დარწმუნდით, რომ ნამდვილად ზაფხულის სეზონის საბურავები გიყენიათ და რაც მთავარია ყურადღება მიაქციეთ ვადას.
თუკი საბურავები სეზონის შესაბამისი გიყენიათ, ისღა დაგრჩენიათ შეამოწმოთ წნევა და აუცილებლად ეს გააკეთეთ იქამდე სანამ საბურავები სრულად ცივია.
იცოდით რომ როცა საბურავებში წნევა მაღალია ეს იწვევს მართვის გაუმჯობესებულ რეაგირებას და საწვავის ეკონომიას? (თუმცა არასოდეს გადააჭარბოთ თქვენი მანქანისთვის რეკომენდირებული წნევის მაქსიმუმს)
2. შეამოწმეთ მუხრუჭები
სამუხრუჭე სისტემა, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება მას. მით უფრო როცა ხანგრძლივ მგზავრობას გეგმავთ, გირჩევთ პროფესიონალს შეამოწმებინოთ და თავი დაიზღვიოთ ნებისმიერი პრობლემისგან.
3.შეამოწმე ზეთი და ზეთის ფილტრები
თუ ხანგრძლივ მოგზაურობას გეგმავ დარწმუნდი, რომ მანქანას შუა მოგზაურობისას არ უწევს ზეთის გამოცვლა, ეს ნამდვილად ზედმეტი თავსატეხი იქნება, ამიტომ მოგზაურობის წინ გირჩევთ შეცვალოთ ზეთი და ზეთის ფილტრები.
4. შეამოწმე ანტიფრიზის დონე
შეამოწმე ანტიფრიზის დონე, რათა ძრავი დაიცვა გადახურებისგან და მშვიდად იმგზავრო, თუმცა მანამდე უმჯობესია თქვენი რადიატორი გარეცხოთ სპეციალური პროდუქტებით, იმისთვის რომ გაათავისუფლოთ ის ჟანგისგან, ცხიმისგან და ნალექისგან. აი შემდეგ კი უკვე უნდა შეავსოთ ანტიფრიზისა და წყლის 50/50 ნარევისგან.
5.შეცვალეთ ჰაერის ფილტრი
რეკომენდაციის მიხედვით ჰაერის ფილტრი მინიმუმ 6 თვეში ერთხელ უნდა შეიცვალოს. იმის გარდა, რომ ეს თქვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა და გიცავთ იმისგან, რომ დაბინძურებულმა ჰაერმა არ იტრიალოს თქვენს მანქანაში, დაბინძურებული ფილტრის შეცვლა გარბენს 10 % - ით აუმჯობესებს.
6.შეამოწმეთ მინის საწმენდი წყლის ავზი
შეამოწმეთ მინის საწმენდი წყალსაცავი და საწმენდი პირები, ზაფხულის თავსხმა წვიმისგან არავინ არის დაზღვეული, ამიტომ ნებისმიერ დროს შეიძლება დაგჭირდეს მათი გამოყენება. ასე რომ ჯობია დარწმუნებული იყო რომ გამართულად მუშაობს.
მანქანის მოვლა არც თუ ისე ცოტა დროს და რესურს მოითხოვს, ასე რომ როცა ყველაფერს შეამოწმებთ და დარწმუნებული იქნებით, რომ ყველაფერი წესრიგშია შემდეგ უკვე შეგიძლიათ თამამად ჩაალაგოთ ბარგი and Moving Your Way.